საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

© photo: Official web-site of the President of the Republic of Azerbaijanირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი
ირაკლი ღარიბაშვილი და ილჰამ ალიევი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა „ზაგულბას“ სასახლეში ორი ქვეყნისთვის საინტერესო საკითხები განიხილეს.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“

ილჰამ ალიევმა ღარიბაშვილი „ზაგულბას“ სასახლეში მიიღო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე განიხილეს ორივე ქვეყნისთვის საინტერესო საკითხები. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
საქართველოს პრემიერი 5 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

შეხვედრისას ღარიბაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, კვლავაც გაგრძელდეს იმ პროექტების ერთობლივი განხორციელება, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებას ხელს შეუწყობს.

პრემიერმა ალიევი თბილისში მოიწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში ოთხშაბათს, 5 მაისს ჩაფრინდა. აეროპორტში მას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალი ახმედოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰალაფ ჰალაფოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა ალი ასადოვთან, ასევე აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან.

ოფიციალურ დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმყოფება.

საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0