დავით ზალკალიანი ბუქარესტში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

© photo: MFA of Georgia / FBდავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავიშოღლუ
დავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავიშოღლუ - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბუქარესტში რუმინეთი–პოლონეთი–თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში იღებს მონაწილეობას

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა, ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგასთან ერთად ბუქარესტში 22–24 აპრილს რუმინეთი–პოლონეთი–თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თურქეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განუხრელი მხარდაჭერისა და აღნიშნული საკითხების მაღალ პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნებისთვის.

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
დავით ზალკალიანი სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის, მათ შორის იმ მნიშვნელოვან სტრატეგიული ხასიათის ინფრასტრუქტურულ  პროექტებს, რომელთა განხორციელებაშიც ორივე ქვეყანა აქტიურად არის ჩართული.

განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გარემო, ხაზი გაესვა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების ცალსახა მხარდაჭერას. მხარეები კიდევ ერთხელ მიესალმნენ საქართველოს ინიციატივას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სამშვიდობო პლატფორმის  შესახებ.

შეხევდრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ოფიციალური თბილისის პოზიცია  რეგიონული ხასიათის სხვადასხვა ფორმატებთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ აუციელებლია მასში მონაწილე ყველა მხარის კონსტრუქციული, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება.
რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს გლობალური პანდემიის მიუხედავად ქვეყნებს შორის ურთიერთობების და მაღალი დონის შეხვედრების დინამიკა, სხვადასვხა დარგობრივი მიმართულებით განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები და მიღწეული შეთანხმებები.  მხარეებმა გამოთქვეს მზაობა ასევე აქტიურად იმუშაონ საქართველოსა და თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს უახლოეს პერიოდში გამართვის შესაძლებლობაზე.

დღესვე დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქთაის შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ასევე პოლონეთის, რუმინეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ამას გარდა, საქართველოსა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ხელს მოაწერენ 2021-2022 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროების სამოქმედო გეგმას.

ყველა ახალი ამბავი
0