დავით ზალკალიანი სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

© Facebook / David Zalkalianiდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირისპირ შეხვედრებს გამართავს პოლონელ, რუმინელ, თურქ და უკრაინელ კოლეგებთან.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუმინეთი–პოლონეთი–თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
ზალკალიანი: პროგრამა სტუდენტებს ევროპის ქვეყნებში განათლების მიღების საშუალებას აძლევს

უწყების ცნობით, მინისტერიალი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 22–24 აპრილს გაიმართება. ზალკალიანი ბუქარესტს დღეს ეწვევა, სადაც თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მინისტერიალის მუშაობაში.

„მოხარული ვარ, რომ მივემგზავრები რუმინეთში, რათა მონაწილეობა მივიღო რუმინეთი–პოლონეთი–თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში და განვიხილო მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ქვეყნის შიდა და რეგიონული უსაფრთხოება“, – დაწერა ზალკალიანმა Twitter-ზე.

მინისტერიალის ფარგლებში განხილულ იქნება რეგიონულ უსაფრთხოებასთან და საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ამას გარდა საქართველოსა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ხელს მოაწერენ 2021-2022 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროების სამოქმედო გეგმას.

ყველა ახალი ამბავი
0