შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

© Sputnik / STRINGERშარლ მიშელი მოლაპარაკებებზე
შარლ მიშელი მოლაპარაკებებზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა და ქვეყნიდან დღეს, დილით გაემგზავრა.

გვიან ღამით ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართა.

შარლ მიშელი მოლაპარაკებებზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
რას ელოდებიან პოლიტიკოსები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

სადილს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ღონისძიებაზე დოკუმენტთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდა და მისი აღსრულების გეგმები დაისახა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 15:00 საათზე ჩამოფრინდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს და ასევე იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს.

19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული.

ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
„თქვენ გვერდით ვართ“: შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა უნდა განიხილონ პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე, რომელიც ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ თანამფლობელს გიორგი რურუას. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულის მიმართ. ამას გარდა პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

ყველა ახალი ამბავი
0