ანტიკორუფციულმა სააგენტომ გასულ წელს სისხლის სამართლის 66 საქმე აღძრა

© photo: Sputnikსუს–ის შენობა
სუს–ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2020 წელს მოქალაქეებისგან 55 საჩივარი შევიდა, აქედან 12-ის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოის სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს-ის) ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2020 წელს სისხლის სამართლის 66 საქმის გამოძიება დაიწყო, აქედან 72 ადამიანს ბრალი წარედგინა ქრთამის აღებაში და/ან მექრთამეობის ხელშეწყობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში, გულგრილობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობაში, მიტაცებასა და სხვა ფაქტებში, ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში პირველია>>

სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2020 წელს მოქალაქეებისგან 55 საჩივარი შევიდა, აქედან 12-ის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მიმდინარეობის 12-ის შესწავლა, 23 გადაეცა სხვა უწყებებს, ხოლო რვას დანაშაულის შემადგენლობა არ ჰქონია, ნათქვამია სუს-ის ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, სუს-ის მიერ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოქალაქეების ჩართულობა ამ პროცესში.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
კორუფციასთან ბრძოლის საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას მთავრობა განახორციელებს

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობდა ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო, ანალიტიკური და პრევენციული მოქმედებების განხორციელებას. კორუფციის აღმოფხვრისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახურის ძალისხმევა მიმართული იყო პრევენციაზე დამყარებული ღონისძიებების განხორციელებისა და კორუფციული ფაქტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა-აღკვეთისაკენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო ეფექტიანი და პროაქტიური ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება და ამ მიმართულებით მყარი ინსტიტუციური საფუძვლის შექმნა.

საქართველოში ისჯება როგორც ქრთამის აღება, ისე მიცემა. ქრთამის აღება ისჯება ექვსიდან 15 წლამდე პატიმრობით, ხოლო მიცემა – ჯარიმით ან სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0