„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ წინადადებებს ხელი მოაწერა

© Photo: courtesy of Girchiგირჩი
გირჩი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
ახალ დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რაც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ვადამდელ არჩევნებს.

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერეს. 

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
„გირჩი“ პარლამენტში მიდის: პარტია დეპუტატის მოვალეობებს სანახევროდ განახორციელებს

მანამდე კი  „გირჩის“ დეპუტაცია პარლამენტში შევიდა – ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ საკანონმდებლო საქმიანობაში, თუმცა, ისარგებლებენ საქართველოს პარლამენტის წევრის პრივილეგიებით. კერძოდ, ისინი არ გეგმავენ ხელფასის და არც პარტიული დაფინანსების მიღებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო სესიებისა და საკომიტეტო სხდომების მუშაობაში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. თუმცა, ისარგებლებენ დეპუტატის იმუნიტეტით და იარაღის ტარების უფლებით.

პარტიის ერთ–ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განმარტებით, ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ  ხელისუფლება მოაწერს ხელს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტს, ან „გირჩის“ შვიდი საკითხიდან ერთი მაინც დაკმაყოფილდება. „გირჩის“ მოთხოვნებს შორისაა: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. პარტია, რომელიც ცნობილია თავისი არაორდინარული გადაწყვეტილებებით, ასევე მოითხოვს მარიხუანის სრულ ლეგალიზაციას და მულტისავალუტო რეჟიმის დაშვებას ქვეყანაში.

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას ახალი ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმება მისი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარმოდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს – პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ვადამდელ არჩევნებს. 

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
„ქართული ოცნება“ მზადაა განიხილოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ახალი დოკუმენტი
 

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ემხრობა თუ არა შეთანხმებას და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას.

„ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს. მოდით, ჩვენ  სხვებს მაგალითი მივცეთ იმისა, რომ ეს შესაძლებელია - მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

რა შემთხვევაში მოაწერს „გირჩი“ ხელს დანიელსონის დოკუმენტს>>>

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულის მიმართ. აგრეთვე პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

16 აპრილს მმართველმა პარტიამ საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი წინა დოკუმენტს, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა მეორე რაუნდის დროს შესთავაზა. დოკუმენტი ითვალისწინებს სისტემური საარჩევნო რეფორმების გატარებას, ცვლილებებს მართლმსაჯულების სფეროში, ასევე პარლამენტში უფლებამოსილებების გადანაწილებას.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა გამოთქვეს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის".

ყველა ახალი ამბავი
0