00:08 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (370)
72 0 0

კახა კალაძის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე ბოლო დროს მასმედიაში ბევრს საუბრობენ, თვითონ დედაქალაქის მერი კი საკუთარი გეგმების გამხელას არ ჩქარობს.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. იბრძოლებს თუ არა ხელმეორედ თბილისის მერობისთვის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დედაქალაქის მოქმედი მერი – კახა კალაძე ამაზე საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევს.

ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ირგვლივ გავრცელებული ხმები უარყო>>

მასმედიაში ბოლო დროს ბევრს საუბრობენ თბილისის მერის პარტიიდან წასვლის შესახებ, თუმცა თვითონ კახა კალაძემ გავრცელებულ ხმები უარყო.

„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა. შესაბამისად, როდესაც დრო მოვა, როდესაც მოხდება კანდიდატების დასახელება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, პირველად ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან გაიგებთ ყველაფერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასმედიაში 6 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შესაძლო გადადგომისა და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. Formula TV-ს თანახმად, კობახიძის სავარაუდო წასვლის მიზეზი არის უთანხმოება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ადგილობრივი ხელისუფლების მოახლოებული არჩევნების თაობაზე, უფრო სწორად, რეგიონებში მერობის კანდიდატებთან და საკრებულოს დეპუტატთა სიებთან დაკავშირებით.

სწორედ პრემიერ-მინისტრი იკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას და პასუხისმგებელია პარტიის რეგიონულ ოფისებზე და ადგილებზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე.

პარტიის ბოლო პოლიტსაბჭოზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო არჩევნების თემა, რომელიც ამ შემოდგომაზე გაიმართება. „ქართული ოცნებისთვის“ ეს პირველი არჩევნები იქნება მისი დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე, რომელიც ამ წლის იანვარში პოლიტიკიდან წავიდა.

„ოცნებამ" არჩევნებისთვის მზადება უკვე გაზაფხულიდან დაიწყო და საარჩევნო კამპანიის ფაქტობრივი დაწყებისა და რეგიონებში გასვლის შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება კალაძეს, პოლიტიკიდან მის წასვლას ამჟამად უკავშირებენ ახლახან გამოვლენილ დაავადებას, რომლის მიზეზი მისი სპორტული წარსული და დატვირთული სამუშაო გრაფიკია თბილისის მერის თანამდებობაზე. თუმცა კალაძის წასვლის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე გავრცელდა. უკვე მარტის შუა რიცხვებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პოლიტიკიდან მიდის და მილანში ბრუნდება, მაგრამ კალაძემ ეს ხმები უარყო.

ქალაქების მერებისა და საკრებულოების არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (370)

მთავარი თემები