00:48 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
60 0 0

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს და 2020 წლის ნოემბრიდან, ეპიდსიტუაციის გაუარესების შემდეგ მოქმედებს. მისი დარღვევა 2 ათას ლარიან ჯარიმას იწვევს.

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ბათუმში „სირცხვილიას“ აქტივისტები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად საღამოს საათებში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ, იუწყება „პირველი არხი“.

აქციის მონაწილეებმა, 21:00 საათიდან, როცა შეზღუდვა ძალაში შევიდა, დემონსტრაციულად დაიწყეს მსვლელობა.  „კომენდანტის საათი არაკონსტიტუციურია“, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მათ მსვლელობა ფარნავაზ მეფის ქუჩიდან დაიწყეს.

„გვექნება მსვლელობა, აქედან გადავინაცვლებთ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან, ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქტივისტებმა დაუმორჩილებლობა ბათუმში ორი დღის წინაც გამოაცხადეს, რა დროსაც ადმინისტრაციული წესით სამი პირი დააკავეს.

ამ ეტაპზე კოვიდპანდემიის გამო დაწესებული ძირითადი შეზღუდვა, რომელიც საქართველოში დარჩა და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების მიზეზია, ქუჩაში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც ვრცელდება როგორც ქვეითებზე, ისე სატრანსპორტო საშუალებებზე. კომენდანტის საათის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობა არ აპირებს შეზღუდვის გაუქმებას, ასევე ძალაში რჩება პირბადის ტარების აუცილებლობა და სხვა შეზღუდვები. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო უფრო მკაცრი შეზღუდვებიც წესდება.

მთავარი თემები