11:39 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება და მთელი ღამე გაგრძელდება. მონაწილეებისთვის დაუკრავენ მუსიკალური ჯგუფები და ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. სამოქალაქო მოძრაობები ერთიანდებიან, რათა შაბათს, 3 აპრილს პარლამენტთან „კომენდანტის საათის“ და მისი დარღვევისთვის ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართონ.

საზოგადოებრივი მოძრაობების - „სირცხვილია“, „დროა“, „შეცვალე“, „დემოკრატიული მომავლისთვის“, „გირჩი“, „სოცაფეთქება“ და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან, მარშით გაივლიან ფილარმონიამდე და შემდეგ ერთად გაემართებიან პარლამენტისკენ, სადაც ერთობლივ მიტინგს 18:00 საათზე გამართავენ. ისინი ასევე მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს შეუერთდნენ მათ აქციას და პროტესტი ერთად გამოხატონ.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არცერთი კვლევით არ დადასტურებულა მ ხ ო ლ ო დ კომენდანტის საათის გონივრულობა პანდემიასთან ბრძოლაში. მთელ მსოფლიოში კომენდანტის საათი არის დროებითი ღონისძიება, დროის მოსაგებად, ვირუსთან ბრძოლის მოსამზადებლად, ვაქცინაციის კამპანიის დასაგეგმად. უკვე ერთი წელია შეზღუდული გვაქვს გადაადგილების უფლება 21:00-ის შემდეგ. დაუსრულებელი კომენდანტის საათი აუარესებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ასევე ხაზგასმულია, რომ გადაადგილების შეზღუდვა ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი „კომენდანტის საათის“ გამო ხელოვნურად არის გადატვირთული და მასში მყოფი ადამიანები ინფიცირების რისკის ქვეშ არიან.

საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება, მთელი ღამის განმავლობაში მონაწილეებისთვის დაუკრავენ მუსიკალური ჯგუფები და ელექტრონული მუსიკის ისეთი შემსრულებლები, როგორებიცაა Killages, Loudspeakers, „რეზო და ბავშვები“, St. Nudes და სხვ.

ორგანიზატორები ასევე მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, არ დაავიწყდეთ პირბადეები და დისტანციის დაცვა.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს და 2020 წლის ნოემბრიდან, ეპიდსიტუაციის გაუარესების შემდეგ მოქმედებს. მისი დარღვევა 2 ათას ლარიან ჯარიმას იწვევს.

მთავარი თემები