05:49 16 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8492
  • 100 RUB4.4160
  • USD3.1751
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (110)
83 0 0

ადგილობრივ არჩევნებში გამსვლელი ბარიერი თბილისის გარდა ყველა რაიონში პარტიებისთვის ოთხის ნაცვლად სამი პროცენტი იქნება

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას რეგიონებში შეხვედრებით იწყებს. ამის შესახებ პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ქალაქების მერებისა და საკრებულოების არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

  • „შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში. ამას შეიძლება დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, რეგიონებში პარტიის ხელმძღვანელობა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებსაც განიხილავს.

რეგიონებში შეხვედრების გარდა მმართველი პარტია საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასაც გეგმავს. პარლამენტში უკვე შესულია შესწორებები საარჩევნო კოდექსში.

დაგეგმილი შესწორებების თანახმად, არჩევნები ჩატარდება 63 რაიონსა და თბილისში.

რაიონებში მაჟორიტარების რიცხვი დეპუტატების საერთო რაოდენობის ერთი მესამედი იქნება. ამასთან, ადგილობრივ არჩევნებში გამსვლელი ბარიერი ყველა რაიონში, გარდა თბილისისა, პარტიისთვის 4%–ის ნაცვლად 3% იქნება, როგორც ეს გაწერილია მოქმედ საარჩევნო კოდექსში.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, აქ მაჟორიტარების რიცხვი 25–დან 10–მდე შემცირდება. დანარჩენი ადგილები განაწილდება პარტიებს შორის, რომლებმაც ხმების სულ მცირე 2,5% დააგროვეს და არა 4%, როგორც ეს მოქმედ კანონმდებლობაში წერია.

თემები:
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (110)

მთავარი თემები