„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

© Government of Georgiaსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს

 

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა. 

ოპოზიციის საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ოპოზიცია ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტით დაემუქრა

აღნიშნული საკითხი უმრავლესობის შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ სუბარმა განმარტა, დაიწყო მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები.

 „დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება. დაიწყო კონსულტაციები მერობისა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება თბილისში და ვინ რეგიონებში. როგორც თქვენთვის ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ კოდექსში სერიოზული ცვლილებები შედის, და შესაბამისად, მოსამზადებლად დიდი დრო იქნება საჭირო“, – განაცხადა სუბარმა.

საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართება.

ადრე პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა .

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ცესკოს მიმართა დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის არჩევნების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის  უზრუნველყოფაზე.

აღსანიშნავია, რომ მისი დანერგვისთვის საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა უნდა მოამზადოს.

ყველა ახალი ამბავი
0