არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური პარტიებისთვის კარი კვლავ ღიაა

© photo : Georgian Dream / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
გამოწერა
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა – პოლიტიკურმა მხარეებმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს.

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართულ მოლაპარაკებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Twitter-ზე გამოეხმაურა. 

სამთავრობო კორტეჟი, ჟურნალისტები, დანიელსონის ვიზიტი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
შუამავალი ბრიუსელში გაემგზავრა, კითხვები კი თბილისში დარჩა

გუშინ კვლავ უშედეგოდ დასრულდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც კრისტიან დანიელსონის შუამავლობით შედგა. ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლასა და პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევაში დახმარება – შვედი დიპლომატის მხრიდან მეორე მცდელობა იყო. მხარეებს შორის პირველი შეხვედრა 17 მარტს გაიმართა.

„მადლიერი ვართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ მედიატორობის ხელმძღვანელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო ხელმოწერისთვის მზად, ჩვენ დანიელსონის შემოთავაზების მიხედვით განვახორციელებთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმას. ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

შეხვედრაზე მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წარმოადგენდნენ. 

ოპოზიციის მხრიდან შეხვედრას ესწრებრდნენ სალომე სამადაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხათუნა სამნიძე – „რესპუბლიკური პარტია“, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, მამუკა ხაზარაძე – „ლელო საქართველოსთვის“, ზურა ჯაფარიძე – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, ალეკო ელისაშვილი – „მოქალაქეები“, გოჩა თევდორაძე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. 

ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
ოპოზიციამ მოლაპარაკების ბოლოს შუქი დაინახა: პარტიების იმედები

დანიელსონმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რომელიც 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრა სპეციალურ ბრიფინგზე შეაფასა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროდ, მაგიდასთან არ ყოფილა მზადყოფნა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი“.

მან შეხვედრაზე მხარეებს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა წარუდგინა. თავდაპირველი გეგმა ხუთი ძირითადი პუნქტისგან შედგებოდა – საარჩევნო რეფორმა, სასამართლოს რეფორმა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური მართლმსაჯულების შეჩერება, ძალების გადანაწილება პარლამენტში და პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის. გუშინდელი დოკუმენტი, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შესთავაზეს, არც ერთმა მხარემ არ მიიღო.

მოლაპარაკების ჩავარდნის მიუხედავად, ხელისუფლება მზადაა შეასრულოს რამდენიმე პუნქტი>>>

საქართველოში კრიზისი დაიწყო 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და თითქმის ხუთი თვის განმავლობაში გრძელდება. პარლამენტის სხდომებში სამოცი ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ექვსი მონაწილეობს, დანარჩენები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს „წითელ ხაზად“ განიხილავს, მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდება უსაფუძვლოა.

ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა ე.წ. პოლიტპატიმრების – „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას და ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელის გიორგი რურუას გათავისუფლებაა.

დანიელსონის პირველი ვიზიტი საქართველოში 12-დან 19 მარტამდე გაგრძელდა. მეორედ ის ქვეყანაში 27 მარტს კონკრეტული დოკუმენტის პროექტით ჩამოვიდა, რომელიც საბოლოოდ მხარეებმა უარყვეს. შვედმა დიპლომატმა დღეს დილით ქვეყანა დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0