12:39 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (378)
82 0 0

ორივე მხარე – მმართველი პარტია და ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმებისთვის განწყობილი არიან, თუმცა მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგების კომენტარისგან თავს იკავებენ.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს უნდა გაიმართოს.

ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლასა და პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევაში დახმარება – შვედი დიპლომატის მხრიდან მეორე მცდელობაა. ორშაბათს დანიელსონმა შეხვედრები გამართა როგორც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერებთან, ისე ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უკვე დილიდან იმყოფებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. გუშინ შვედმა დიპლომატმა მოლაპარაკებების ყველა მხარეს მიმართა – ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, „რომ საქართველომ გაიმარჯვოს“. როგორც დანიელსონმა განაცხადა, იგი მოლაპარაკებების პერიოდში გეგმავს დოკუმენტის წარმოდგენას, რომელიც მხარეებს მთავარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება. მისი თქმით, თუ შეთანხმება მიიღწევა, ყველა მოგებული დარჩება, თუმცა, მთავარი გამარჯვებული ქართველი ხალხი იქნება.

„კონკრეტულად რომელი დოკუმენტი იქნება წარმოდგენილი, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგანაც „პროექტის“ შეთანხმების პროცესში შეიძლება გარკვეული კომპრომისის მიღწევა გახდეს შესაძლებელი. ჯერ ნაადრევია კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე საუბარი. სამწუხაროდ, არ ველოდები, რომ ყველა პარტია კომპრომისისთვის მზად იქნება. თუ ევროპული მედიაციის მიზანი ქვეყანაში ინსტიტუციების გაძლიერება და საპარლამენტო ცხოვრების გაგრძელებაა, პარტიების მიზანი სხვაა – ამ მიმართულებით არ განვითარდეს პროცესები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვინც დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და ქვეყნის სასიკეთოდ ნაბიჯს არ გადადგამს, იგი თავისი პარტიის ინტერესების ტყვე გახდება, განაცხადა ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა. 

„ვფიქრობ, აუცილებლად გამოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დოკუმენტს ხელს მოაწერენ. ამიტომაც ველოდები, რომ თუ ყველას არა, მათ ნაწილს მაინც ვიხილავთ პარლამენტში. იმედი მაქვს, რომ დოკუმენტს „ქართული ოცნებაც“ ხელს მოაწერს“, – აღნიშნა იოსელიანმა.

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, კრიზისი ისე უნდა დასრულდეს, რომ საქართველოს დემოკრატიის მომავალმა გაიმარჯვოს.

„დღეს საინტერესო დღეა და საინტერესოა, ჩვენ სად აღმოვჩნდებით. ჩვენს პარტიაში ისეთი განწყობაა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს შეთანხმების მიღწევისთვის. მაგრამ შეთანხმების ვარიანტი ამის შესაძლებლობას რამდენად მოგვცემს, ვნახოთ... ალბათ დღევანდელი დღის არასასურველი შედეგი შეიძლება გახდეს გაყოფილი ოპოზიცია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„შედით პარლამენტში“ – მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა ოპოზიციას მიმართეს>>>

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება.

საქართველოში კრიზისი დაიწყო 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და თითქმის ხუთი თვის განმავლობაში გრძელდება. პარლამენტის სხდომებში სამოცი ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ექვსი მონაწილეობს, დანარჩენები უარს აცხადებენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიისთვის.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (378)

მთავარი თემები