11:05 06 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1334
  • 100 RUB4.6010
  • USD3.4399
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (392)
80 0 0

საქართველოს პრემიერი უკიდურესად თავშეკავებული იყო ყოფილი თანაგუნდელის გიორგი გახარიას სამომავლო გეგმების შესახებ კომენტარისას.

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ უწყის მისი წინამორბედის პოლიტიკური გეგმების შესახებ და, შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება უჭირს. 

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. ერთი კვირის წინ ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

„ჩვენი მთავრობის დროს, რვა წლის განმავლობაში გიორგი გახარია იყო ჯერ ბიზნეს-ომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი. იგი 8 წელი იყო მთავრობის წევრი. არ მაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს... დაველოდოთ, ჯერ მას მოვუსმინოთ – რას, როგორ იტყვის და შემდეგ ჩვენს შეფასებას გავაჟღერებთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

გახარია მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

მას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

45 წლის გახარია პროფესიით ისტორიკოსია. განათლება თბილისსა და მოსკოვში მიიღო. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. შემდეგ ექვსი წელი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 2002-2004 წლებში გახარია ამავე უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მაგისტრი გახდა.

საინტერესოა გახარიას ბიოგრაფია, სანამ ის საქართველოში ცნობილი პოლიტიკოსი გახდებოდა. კარიერა მან რუსეთში დაიწყო. 2004-2008 წლებში ის იყო კომპანია SFK Group-ის გენერალური დირექტორი მოსკოვში; 2006-2009 წლებში – მიწვეული ლექტორი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2008-2013 წლებში გახარიას Lufthansa Service Holding AG. LSG in Frankfurt, Germany-ში აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთში ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობა ეკავა.

გახარია ქართულმა საზოგადოებამ პირველად 2013 წლის მარტში ბიზნეს-ომბუდსმენის რანგში გაიცნო. მაგრამ ყველაზე მეტად ის ხალხს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე (2017 წლის 13 ნოემბრიდან) დაამახსოვრდა. პარალელურად გახარია იყო ვიცე-პრემიერი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პორტფელიც ჩაიბარა. ამ თანამდებობას ის 2016-2017 წლებში იკავებდა, შემდეგ კი შსს-ს ჩაუდგა სათავეში.

 

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (392)

მთავარი თემები