აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ონლაინ-რეჟიმში შეიძლება გაიმართოს

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2021
გამოწერა
აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრა გასული წლის ნოემბერში კორონავირუსის პანდემიის გამო ონლაინ-ფორმატში გაიმართა.

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისისა და რუსეთის ფედერაციის სენატორ გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ონლაინ-რეჟიმის ფორმატში შეიძება გაიმართოს, განაცხადა აბაშიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

ჟენევა - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში: სამი თვალსაზრისი

პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამოქმედდა. აბაშიძე და კარასინი განიხილავენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს. მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი შედეგი გახდა ემბარგოს მოხსნა ქართულ პროდუქციაზე 2013 წელს. იმ დროიდან სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს და რუსეთს შორის წლიდან წლამდე სულ უფრო უკეთესი ხდება.

„ჯერ ზუსტი თარიღი არა არის ცნობილი, ალბათ ისევ ონლაინ რეჟიმში, ამჯერადაც ჩვენ ამ ფორმატსაც გამოვიყენებთ რათა ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა აბაშიძემ.

ის ასევე შეეხო ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს, რომლის ფარგლებში ბოლო შეხვედრა 25-26 მარტს შედგა.

„ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მეტი ძალისხმევა ამ ფორმატში მუშაობა, დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერით და უნდა ვიქონიოთ საკმარისი მოთმინება პროცესში რომელიც უაღრესად რთულია, არ უნდა გვქონდეს ილუზიები იმისა რომ უახლოეს მომავალში გარღვევას ველოდოთ. ასეთია სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა აბაშიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მონაწილე მხარეთა მოლაპარაკებათა შეფასება მათ დიამეტრალურად განსხვავებულ ხედვაზე მეტყველებს.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს რუსულ–ქართულ ურთიერთობებზე – ბურჯანაძე

„დიამეტრალურად განსხვავებული ხედვებია, რაც იმაზე მიუთითებს, რამდენად წინააღმდეგობრივია სხვაობები პოზიციებში. მიუხედავად ამისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, ამაში ჩართულია გაერო, ეუთო, ევროკავშირი ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ამერიკელი კოლეგები“, - განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრა გასული წლის ნოემბერში გაიმართა. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებშია შენარჩუნებული. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0