ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა

© AP Photo / Virginia Mayoევროკავშირის დროშები ბრიუსელში
ევროკავშირის დროშები ბრიუსელში  - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2021
გამოწერა
როგორც ევროკავშირთან საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი წერს, მისი განცხადება გადადგომის შესახებ მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა.

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალი საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძე სოციალურ ქსელში წერს.

საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად თითქმის რვა წლის განმავლობაში მუშაობდა.

„ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით – პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო რომ მე ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა“, - წერს საბანაძე.

ბელგიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ბელგიელ კოლეგას შეხვდა

როგორც საბანაძე აღნიშნავს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს", - წერს ევროკავშირთან საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი.

თანამდებობის დატოვების კონკრეტული მიზეზი არ ხმაურდება.

ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად, 2013 წლის მაისში დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობამდე, ის ჰააგაში ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მუშაობდა. ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტში, იგი სხვადასხვა თანამდებობებზე – მათ შორის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსად, ხოლო შემდეგ კი, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსად მუშაობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0