05:57 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (27)
84 0 0

ორგანიზატორების დანაპირები მშვიდობიანი აქცია არცთუ მშვიდობიანად დასრულდა – პოლიციას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ოპოზიციის შვიდი აქტივისტის დაკავება მოუწია.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ოპოზიციისა და მისი მომხრეების მიერ ორგანიზებული პარლამენტის პიკეტირება დასრულდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

პარლამენტის პიკეტირება – დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე>>

პიკეტის მონაწილეთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ გაშლილ კარვებს დაუბრუნდა. რუსთაველის გამზირი გადაკეტილი არ არის. ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია აცხადებდა, რომ პიკეტი მშვიდობიანი ხასიათისა იქნებოდა, პოლიციამ საპროტესტო აქციის შვიდი მონაწილე დააკავა.

ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავისი მოთხოვნები – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

გუშინ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით შეხვედრა გამართეს პრეზიდენტის რეზიდენციაში. ევროკავშირი საქართველოსგან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის კუთხით პროგრესს ელოდება ორი კვირის განმავლობაში.

პოლიტიკური კრიზისი „ნაციონალური მოძრაობის“ თამჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრებამ გაამძაფრა. ოპოზიცია პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს, რომლებიც შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდოს, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების პროცესი განახლდება.

დასავლელმა შუამავლებმა უკვე მოაწყვეს მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

თემები:
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (27)

მთავარი თემები