პარლამენტის პიკეტირება დასრულდა – ოპოზიცია კარვებს დაუბრუნდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliკარვები პარლამენტის წინ
კარვები პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
ორგანიზატორების დანაპირები მშვიდობიანი აქცია არცთუ მშვიდობიანად დასრულდა – პოლიციას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ოპოზიციის შვიდი აქტივისტის დაკავება მოუწია.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. ოპოზიციისა და მისი მომხრეების მიერ ორგანიზებული პარლამენტის პიკეტირება დასრულდა, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

პარლამენტის პიკეტირება – დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე>>

პიკეტის მონაწილეთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ გაშლილ კარვებს დაუბრუნდა. რუსთაველის გამზირი გადაკეტილი არ არის. ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია აცხადებდა, რომ პიკეტი მშვიდობიანი ხასიათისა იქნებოდა, პოლიციამ საპროტესტო აქციის შვიდი მონაწილე დააკავა.

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ოპოზიციამ დეპუტატებს „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყო

ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა თავისი მოთხოვნები – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

გუშინ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით შეხვედრა გამართეს პრეზიდენტის რეზიდენციაში. ევროკავშირი საქართველოსგან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის კუთხით პროგრესს ელოდება ორი კვირის განმავლობაში.

პოლიტიკური კრიზისი „ნაციონალური მოძრაობის“ თამჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრებამ გაამძაფრა. ოპოზიცია პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს, რომლებიც შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდოს, თუ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების პროცესი განახლდება.

დასავლელმა შუამავლებმა უკვე მოაწყვეს მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ყველა ახალი ამბავი
0