პიკეტები და აქციები: ოპოზიციამ უახლოესი პერიოდის მოქმედების გეგმა გამოაცხადა

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის აქცია
ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
პარლამენტის წინ აქციაზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეიკრიბა. ისინი ნიკა მელიას დაპატიმრებას აპროტესტებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ოპოზიცია ორი კვირის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციებისა და პიკეტების მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

თბილისში მიმდინარე აქციის გამო გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდულია>>

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი შეიკრიბა, რათა გააპროტესტონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრება და კვლავ მოითხოვონ ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

ოპოზიციის აქციების უახლოესი ორი კვირის გეგმა ასეთია:

  • 1 მარტი – პარლამენტის პიკეტი
  • 5 მარტი – მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტი
  • 9 მარტი – აქცია შსს-სთან
  • 11 მარტი – აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
  • 13 მარტი – შემაჯამებელი დიდი საპროტესტო აქცია პარლამენტთან.

მომიტინგეები პარლამენტისკენ მსვლელობით ფილარმონიიდან გაემართნენ. მსვლელობას წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიუძღვებოდნენ ბანერით ხელში, რომელზეც წერია „თავისუფლებისთვის“.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია  - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო

თავის მხრივ, სახელმწიფომ მიიღო უსაფრთხოების ზომები. კანცელარიისა და პარლამენტის ეზოებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. პოლიციელები ასევე დაიცავენ წესრიგს აქციის ჩატარების ადგილზე.

ნიკა მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას 2019 წელს თბილისში არეულობების საქმეზე შეუფარდეს, რადგან ეს უკანონობად მიაჩნია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეექვს დღეს დააკავეს, რამაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. გუშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ ნიკა მელიას გაათავისუფლებს, თუ ის გირაოს თანხას გადაიხდის. მაგრამ მელია გირაოს გადახდას არ პირებს.

ყველა ახალი ამბავი
0