თბილისში მიმდინარე აქციის გამო გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
თბილისში აქციის მიმდინარეობისას დედაქალაქის მოსახლეობა გადაადგილებას ალტერნატიული გზებით შეძლებს. შსს-ში განმარტავენ, რომ გადაკეტილი გზები აქციის დასრულებისთანავე გაიხსნება.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თბილისში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტროტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს მზადება მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ლოზუნგით „თავისუფლებისთვის“ – კოლონები დაიძრნენ რეგიონებიდან, პარლამენტის შენობასთან კი სცენა მონტაჟდება. აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით უკვე გაემართნენ. შემდეგ პარლამენტთან ძირითადი მიტინგი გაიმართება, ხოლო ბოლოს აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და პროტესტს იქ დაასრულებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დღეს, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდა გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.

  • აქციისა და მსვლელობის მიმდინარეობისას ასევე დროებით შეიზღუდება გადაადგილება შემდეგ ქუჩებზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, არჩილ ჯორჯაძის, გია ჭანტურიას, რეზო ლაღიძის, ვასო აბაშიძის, მესხიას ქუჩა.

უწყებაში განმარტავენ, რომ აქციის მიმდინარეობის განმავლობაში მოსახლეობა გადაადგილებას ალტერნატიული გზების მეშვეობით შეძლებს, კერძოდ, მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. ასევე მოძრაობა თავისუფალი იქნება ჭონქაძის ქუჩასა და ზემო ვერის მიმართულებით გზებზე.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0