თბილისის ცენტრალური გამზირი გადაიკეტა – ოპოზიციამ მსვლელობა დაიწყო

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის აქცია
ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ. ოპოზიცია მის გათავისუფლებასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თბილისის ცენტრალური გამზირი დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანმა გადაკეტა. ისინი მსვლელობას აწყობენ საქართველოს პარლამენტისკენ.

მსვლელობას წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიუძღვებიან ბანერით ხელში, რომელზეც არის წარწერა „თავისუფლებისთვის“.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
თბილისში მიმდინარე აქციის გამო გარკვეულ ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდულია

მსვლელობაში მონაწილეობენ როგორც თბილისელები, ისე რეგიონებიდან პროტესტის გამოსახატად სპეციალურად ჩამოსული ადამიანები.

აქციაზე შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი აპროტესტებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრებას. ასევე მოითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ფილარმონიასთან შეიკრიბა. ისინი მივლენ პარლამენტთან, სადაც ძირითადი მიტინგი გაიმართება და გამოცხადდება ოპოზიციის სამომავლო გეგმა.

ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება>>

შსს-მ თბილისის ცენტრში შეზღუდვების თაობაზე განცხადება უკვე გააკეთა და მძღოლებს გადაადგილების ალტერნატიული გზები შესთავაზა.

ყველა ახალი ამბავი
0