03:30 17 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (27)
72 0 0

ქართული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებია ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციის ლიდერები სამომავლო გეგმების თაობაზე ხვალინდელი საპროტესტო აქციის დროს განაცხადებენ. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საპროტესტო მსვლელობა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან (ფილარმონია) 13:00 საათზე დაიწყება. შეკრებილები პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან. მარში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდება.

„ეს არის მსვლელობა თავისუფლებისთვის იმ ძალიან მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება... გავიარეთ ყველა დეტალი, ზოგადი კონცეფციური ნაწილი და ტექნიკური დეტალები“, – განაცხადა დეკანოიძემ.

პოლიტიკოსის თქმით სამომავლო გეგმებს შორის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებია.

ოპოზიცია მოითხოვს ამ დღეებში დაკავებული „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

თემები:
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (27)

მთავარი თემები