https://sputnik-georgia.com/20210225/opozicia-gegmebis-Sesaxeb-mitingze-ganacxadebs-251003576.html
„ყველა დეტალი გადავწყვიტეთ“ – ოპოზიცია გეგმების შესახებ მიტინგზე განაცხადებს
„ყველა დეტალი გადავწყვიტეთ“ – ოპოზიცია გეგმების შესახებ მიტინგზე განაცხადებს
Sputnik საქართველო
ქართული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებია ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. 25.02.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-02-25T17:51+0400
2021-02-25T17:51+0400
2023-08-17T18:32+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/05/249939725_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_d5b517ed92ce806ad20293cc3a30b97a.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/05/249939725_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_8008d426dcbb6206edafbd5f48886607.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
„ყველა დეტალი გადავწყვიტეთ“ – ოპოზიცია გეგმების შესახებ მიტინგზე განაცხადებს
17:51 25.02.2021 (განახლებულია: 18:32 17.08.2023) ქართული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებია ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციის ლიდერები სამომავლო გეგმების თაობაზე ხვალინდელი საპროტესტო აქციის დროს განაცხადებენ. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საპროტესტო მსვლელობა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან (ფილარმონია) 13:00 საათზე დაიწყება. შეკრებილები პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან. მარში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდება.
„ეს არის მსვლელობა თავისუფლებისთვის იმ ძალიან მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება... გავიარეთ ყველა დეტალი, ზოგადი კონცეფციური ნაწილი და ტექნიკური დეტალები“, – განაცხადა დეკანოიძემ.
პოლიტიკოსის თქმით სამომავლო გეგმებს შორის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებია.
ოპოზიცია მოითხოვს ამ დღეებში დაკავებული „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.