11:46 13 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0798
  • 100 RUB4.4334
  • USD3.4232
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
492 0 0

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შედის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, 2022 წლის 31 დეკემბრამდე დამატებითი დრო მიეცემათ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შედის.

ამას გარდა, 1993 წლამდე დაბადებულ პირებს, რომელთაც არ აქვთ მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, შესაძლებლობა ექნებათ, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოქალაქეობისა და დოკუმენტირების საკითხი მოიწესრიგონ და შესაბამისს სააგენტოს მიმართონ საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად ან საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მისანიჭებლად.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი 2018 წლის 21 ივლისიდან ითვალისწინებდა საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის აღდგენის, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის დროებით უფლებას. აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებსა და ყოფილ მოქალაქეებს კანონით განსაზღვრული ჰქონდათ 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

2018 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 1935-მა პირმა, 2019 წელს – 2044-მა, ხოლო 2020 წელს – 1217-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ მიმართა. ხოლო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების დროებითი უფლებით 2018 წელს – 3120-მა, 2019 წელს – 7234-მა, 2020 წელს კი – 3186-მა მოქალაქემ ისარგებლა.

მთავარი თემები