11:11 19 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
55 0 0

წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიცია აქციაზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამომავლო გეგმებს გამოაცხადებს.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. თბილისის ცენტრში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ოპოზიციონერი ნიკა მელიას დაპატიმრება გააპროტესტოს.

მელიას დაკავება „ქართულ ოცნებას“ წერტილს დაუსვამს - ოპოზიციის ლიდერების განცხადებები>>

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამშაბათს, დილით სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

ამის შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდეს და სახალხო–განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს.

წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიცია აქციაზე მოქალაქეებს სამომავლო გეგმებს გააცნობს.

ტერიტორიაზე პოლიციას ცოცხალი ჯაჭვი აქვს შემორტყმული. პოლიციელების ნაწილი შენობის ეზოში იმყოფება.

ლიდერების უმრავლესობა ჯერ „ნაცმოძრაობის“ ოფისში იმყოფება, სადაც ბოლო კონსულტაციები იმართება.

ნიკა მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა მეორედ დანიშნული გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თალაკვაძე: მომხდარზე პასუხისმგებლობა ნიკა მელიას თანაგუნდელებს ეკისრება>>

მელია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ის პოლიტიკური პროცესებისგან მის იზოლირებას ცდილობს. მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

მთავარი თემები