ღარიბაშვილი: ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის შედეგებს დღეს ვიმკით

© courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
საპარლამენტო კომიტეტებმა გუშინ ხმათა უმრავლესობით ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადეს

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. ბევრი რამ ჩვენ თვითონ, ზოგი გამოუცდილეობით, ზოგიც უმეცრებით, შეგნებით თუ შეუგნებლად, ცუდი დავმართეთ ჩვენს სამშობლოს ამ 30 წლის განმავლობაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

საპარლამენტო კომიტეტებმა განახლებული მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მხარი დაუჭირეს>>

საქართველოს პარლამენტში დღეს გაიმართება კენჭისყრა მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ, პლენარულ სხდომამდე კი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქციის ფორმატში „ქართულ ოცნებას“ ხვდებიან.

„განვლილი წლები ჩვენი ცხოვრებისა და ქვეყნის ისტორიის ნაწილია, რა თქმა უნდა, უამრავი კარგი მოვლენის, მიღწევის, ფასდაუდებელი გამოცდილების გამო, ძალზე ძვირფასია ჩვენთვის, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენმა ხალხმა ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის შედეგებს დღეს ვიმკით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განაცხადა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო და აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ვერ მიაღწია თანხმობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
საქართველოს პარლამენტი დღეს კენჭს უყრის მთავრობის ახალ შემადგენლობას

მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წამოაყენა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანდიდატებთან შეხვედრაზე ფრაქციის ფორმატში უარი განაცხადეს. ისინი თავიან კითხვებს სხდომაზე დასვამენ.

საკანონმდებლო ორგანო ორი დღის განმავლობაში, დაჩქარებული წესით უსმენდა მინისტრობის კანდიდატებს, კანდიდატებს პროგრამის გასაცნობად 20–25 წუთი ჰქონდათ, შემდეგ ისინი დეპუტატების კითხვებს პასუხობდნენ. საპარლამენტო კომიტეტებმა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ხმათა უმრავლესობით გამოუცხადეს ნდობა.

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0