11:40 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
69 0 0

ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტები რამდენიმე თვეა თბილისის ცენტრში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირების დროს დააკავეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

აქტივისტებმა, რომლებიც რამდენიმე თვეა რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ და საკანონმდებლო ორგანოს შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში ათენებენ ღამეებს, დღეს კარვის გაშლა პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე დააპირეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება 20 აქტივისტის დაკავებით დასრულდა.

აქტივისტების განცხადებით, პოლიციამ მათ გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა.

„დაკავების შინაარსი რაც იყო, ყველასთვის ცნობილია. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ვახორციელებდით ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას – გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც შეგვიზღუდეს სამართალდამცველებმა“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტიცისტმა ზაზა ციციშვილმა.

სამოქალაქო აქტივისტები ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით იყვნენ დაკავებულები, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთავარი თემები