ოპოზიციის მომხრეებმა პარასკევს, დღისით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლა სცადეს. მომიტინგეები პარალელურად ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდნენ.
ადგილზე გადაიტყორცნა პოლიციის ძალები. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაიწყო შეტაკებები, რაც, შსს-ს მონაცემებით, 10 ადამიანის დაკავებით დასრულდა. ამ დროისათვის ქალაქის ცენტრში სიწყნარეა, სატრანსპორტო გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.