თალაკვაძე: პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს

© photo: Sputnikარჩილ თალაკვაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე
არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს სამთავრობო პოლიტიკის უწყვეტ განხორციელებას მოქალაქეთა საკეთილდღეოდ.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ სამთავრობო პოლიტიკის და ფუნქციების უწყვეტად განხორციელებას ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. „ქართულ ოცნებას“ ასევე განსაზღვრული აქვს სამომავლო ნაბიჯები წარმატების მისაღწევად“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ქვეყანაში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე დღეს თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობა ახალი პრემიერის დანიშვნამდე მოვალეობების შემსრულებელი იქნება. მთავრობის მეთაურის მოვალეობებს პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ყველა მოწოდებული ვართ, სწრაფად მოვუგვაროთ მოსახლეობას პრობლემები

ქვეყნის ყველა მინისტრი ამ დროისთვის მოვალეობის შემსრულებელია. ახლა პარლამენტს ორი კვირა აქვს, რომ ნდობა გამოუცხადოს ახალ პრემიერსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას. ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველ პარტიას პარლამენტში 99 დეპუტატი ჰყავს.

მმართველ გუნდში გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელეს. ირაკლი ღარიბაშვილს ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობა უკავია. 

როგორი იქნება ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0