ლეიბორისტები ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების წინადადებით გამოდიან

© photo: Shalva Natelashvili / FBშალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
„ლეიბორისტრული პარტიის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს, მაგრამ ის ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათეალაშვილი ხელისუფლებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებმადე, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.

„ლელო“ მმართველ პარტიას ვადამდელ არჩევნებზე დათანხმებისკენ მოუწოდებს>>

როგორც ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ლეიბორისტები უერთდებიან მთელი ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. ის ამ ნაბიჯს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის ერთადერთ გონივრულ ნაბიჯად მიიჩნევს.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
ბურჯანაძე: გახარიამ „ქართული ოცნება“ კატასტროფისგან იხსნა

„მოვითხოვთ ტექნიკურ მთავრობას და ტექნიკურ პრემიერ-მინისტრს. არავითარი პარტიული, სახელგატეხილი, ტარტაროზი ფიგურა პრემიერ-მინისტრად და მით უფრო პოლიტიზებული მინისტრები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალი მთავრობა უნდა იყოს კოალიციური და მიმართული ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისკენ.

„ახლა დადგა ჟამი, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, გავატაროთ ძირეული საარჩევნო რეფორმა და უახლოეს ხანში ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივებით, რომლის მთავრობაც იმუშავებს ხალხზე, სიღატაკის დაძლევაზე, ქვეყნის ფეხზე წამოყენებაზე და არა საკუთარ ჯიბეზე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
„საუკეთესო პრემიერი ბოლო 20 წლის განმავლობაში“: რეაგირება სოცქსელებში გახარიას წასვლაზე

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ისეთი შოკი, როგორიც პრემიერის გადადგომაა, მმართველ პარტიაში მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს მოხდა.

პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელიც მთავრობას 2019 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა,18 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი მმართველ პარტიასთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე.

ყველა ახალი ამბავი
0