20:34 05 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4985
  • USD3.3190
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (307)
40 0 0

ოპოზიციის კიდევ ერთი ძირითადი მოთხოვნაა ოპონენტების პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შექმნა

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება – შეთანხმდეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.

სამართლიანი არჩევნები და ჯანსაღი პოლიტიკური გარემო სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა და საერთაშორისო პარტნიორების რჩევაა, აღნიშნავენ პარტიაში.

„დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ასევე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია თქვენი კიდევ უფრო აქტიური და ქმედითი ჩართულობა შექმნილი კრიზისის დასაძლევად“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

პრემიერმა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს სპეიცალურ ბრიფინგზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი მმართველ პარტიასთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე.

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია უნდა დაელოდოს მომავალ არჩევნებს>>

პრემიერის გადადგომის გამო შსს–მ დროებით გადადო „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (307)

მთავარი თემები