07:12 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (308)
47 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ოპოზიციამ კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი დააყენა.

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ოპოზიცია უნდა დაელოდოს მომავალ არჩევნებს და ისე იმოქმედოს, რომ ოპოზიციაში მოხვედრის შანსიც არ დაკარგოს, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა „პირველ არხთან“. 

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველასთვის მოულოდნელად პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზად ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე მმართველ გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ერთადერთ გზად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა დაასახელა.

„ქვეყანაში, სამართლებრივ სახელმწიფოში არჩევნების შედეგად არის მოსული პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია უნდა დაელოდოს მომავალ არჩევნებს და საკუთარი ძალები მაშინ გამოსცადოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა. 

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ და მას გაყალბებულს უწოდებენ. ორ თვეზე მეტია ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. 

როგორც დღეს ნიკა მელიამ განაცხადა, ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად. ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ და მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს, დასძინა პოლიტიკოსმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო განჩინების აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა.

თუმცა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების დაგეგმილი ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადადო.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (308)

მთავარი თემები