01:58 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
გადაწყვეტილება ცნობილია: ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა (16)
69 0 0

ნიკა მელიასთვის სასამართლო გადაწყვეტილება ცნობილი გახდა პარტიის სათავო ოფისში, სადაც ის მხარდამჭერთა და წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერების გარემოცვაში ამ დრომდე იმყოფება.

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მომხრეებმა მთელი ღამე მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისში პარტიის ლიდერ ნიკა მელიასთან ერთად გაატარეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა პოლიციის პრეროგატივაა.

ოპოზიციის ლიდერებმა და მომხრეებმა პარტიის ოფისში შეკრება ჯერ კიდევ ოთხშაბათს, შუადღით დაიწყეს და საღამოსთვის „ნაცმოძრაობის“ ოფისში სრული ოპოზიციური სპექტრი და ახალგაზრდული ორგანიზაციები შეიკრიბა. ისინი მელიასთან ერთად ადევნებდნენ თვალს სასამართლო სხდომას, რომელსაც პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. გარდა ამისა, სასამართლო სხდომის შემდეგ ოპოზიციამ გაერთიანებისა და ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადა.

სასამართლო სხდომის შემდეგ, ხუთშაბათს, დილით ადრე ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

 „ჩვენ, ყველა ოპოზიციური პარტია მშვიდობიან სოლიდარობას ვუცხადებთ ბატონ მელიას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობას, წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართული ოცნების“ სვლას ტოტალური ავტორიტარიზმისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 20 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

როგორც ლიდერებმა მედიასთან განაცხადეს, მათი ამოცანაა – ხელი შეუშალონ ნიკა მელიას დაკავების პროცესს.

 „მთელი ღამე აქ გავატარეთ. შემდეგ დღეებშიც ოფისში აუცილებლად დარჩება რამდენიმე ლიდერი. ჩვენ მელიას არ მივატოვებთ და მისი დაკავების საშუალებას არ მივცემთ“, – განაცხადა პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ. 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაკავებამდე მელიას სასამართლო გადაწყვეტილება უნდა ჩაბარდეს. თუმცა, ეს როდის მოხდება – უცნობია.

სასამართლომ შსს–ს უკვე დაავალა მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების აღსრულება. საქმის პროკურორის განცხადებით, ეს გონივრულ ვადებში მოხდება.

ამასთან, ოპოზიციური მედია მთელი ღამის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე,  რომელიც „ნაცმოძრაობის“ სათავო ოფისთან ძალზე ახლოს მდებარეობს, სამართალდამცველების მობილიზაციის შესახებ. შსს-ში ბაზაზე მიმდინარე მოვლენებს რიგითი როტაცია უწოდეს.

თემები:
გადაწყვეტილება ცნობილია: ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა (16)

მთავარი თემები