22:19 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
788 0 0

კანონპროექტში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა უცხოელის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძველი ხდება

თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მაქსიმალური ვადა – ექვსი წელი, შესაძლოამ 12 წლამდე გაიზარდოს. შესაბამისი ცვლილებები ბიუროს ხვალინდელ სხდომას წარედგინება.

პირველი არხის ინფორმაციით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა.

ბინადრობის ნებართვა - ეს არის დოკუმენტი, რომელიც უცხოელს ვიზის მოქმედების ვადის მიუხედავად საქართველოში შეუფერხებლად ყოფნის და ასევე სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას აძლევს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში უცხოელის სავარაუდო ყოფნის ვადით. ასევე ინიციატივაში ნათქვამია, რომ უცხოელს საქართველოში ექვსი წლის განმავლობაში დროებითი ნებართვის საფუძველზე ცხოვრების შემთხვევაში მიეცემა შესაძლებლობა, გააგრძელოს დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადა იმის ნაცვლად, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვა აიღოს, როგორც ეს ამჟამად ხდება.

„საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ექვსი წლის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, უცხოელზე გაიცემა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. თუმცა, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც უცხოელებს მუდმივი ბინადრობის მოპოვების საფუძვლის მიუხედავად, სურთ, საქართველოში ექვს წელზე მეტი ხნით დარჩენა დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგან კანონი არ აძლევს უცხოელს დროებითი ბინადრობის ექვს წელზე მეტი ხნის ვადით ფლობის საშუალებას. ასევე ხშირ შემთხვევაში, დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში უცხოელს ყოფნის მიზანი არ შეესაბამება მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მაგალითის სახით მოყვანილია სასწავლო დაწესებულების ფაკულტეტზე სწავლის ვადა, რომელიც 12 წლამდე პერიოდს მოიცავს.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია კიდევ ერთი ცვლილება. საქართველოში ბინადრობის ნებართვას ვერ მოიპოვებს პირი, რომელსაც ჩადენილი აქვს ოჯახში ძალადობა ან სხვა დანაშაული, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ არის მიმართული და არ განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

საქართველოში შემოსვლა გამარტივდა: დეტალები საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებისთვის >>

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ხდება უცხოელის საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძველი.

დღეს მოქმედი კანონით, უცხოელს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება ეთქვას უარი, თუ იგი მსჯავრდებულია მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, რომელიც მას ჩადენილი აქვს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

მთავარი თემები