პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოთხ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ თითოეული საჯარო მოხელის ეფექტურად მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველომ გლობალურ კონკურენციაში დაიკავოს ღირსეული ადგილი და ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდეს.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა და აღნიშნა, რომ მათ მუშაობას და, ზოგადად, რეგიონების მართვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რათა დაიწყოს ეკონომიკის აღდგენა.

პრემიერის თქმით, ამისთვის უნდა გაგრძელდეს შეზღუდვების მოხსნა და სწორად მომზადდეს ვაქცინაციის პროცესი.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა გიორგი სახოკიამ დაიკავა, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
საკადრო როტაცია შსს-ს სისტემაში – პოლიციის ხელმძღვანელები რეგიონებს იცვლიან

შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთს, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება, რომელიც 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს. ის პროფესიით იურისტია და აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

აღნიშნული რეგიონების გუბერნატორის პოსტები ამ დრომდე ვაკანტური იყო.

ყველა ახალი ამბავი
0