09:13 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (127)
53 0 0

საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები ამომრჩეველზე ზეწოლისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების გზით მოიგო.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინი აღარ არსებობს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში. 

საქართველოს პარლამენტმა თითქმის ერთი თვის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, თუმცა იანვრის დასაწყისში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის წევრებმა, პარტიის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტეს. ამის შემდეგ ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ, ავთანდილ ენუქიძემ და დავით ზილფიმიანმა ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს.

თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გასულ კვირაში პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმაც განაცხადეს. მათ ხმების 1,33% მიიღეს და ორი სადეპუტატო სავარძელი ერგოთ. „გირჩის“ კიდევ სამი წარმომადგენელი აცხადებს, რომ გააგრძელებს დიალოგს როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან, მაგრამ პარლამენტში შესვლას ჯერ არ აპირებს.

„ორი თვეა ველოდებით, როდის შეგვიწყვეტენ სადეპუტატო უფლებამოსილებას და ამის შემდეგ ქვეყანაში ოფიციალურად გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი. მთელი პოლიტიკური პროცესები და პოლიტიკური დატვირთვა გადაინაცვლებს პარლამენტს გარეთ, ოპოზიცია ამისთვის ემზადება“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი ოპოზიციას სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს. 

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა განაცხადა, ოპოზიციური პარტიები მოქმედების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციებს გამართავენ და ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებენ.  

ხვალ, 26 იანვარს საქართველოს პარლამენტის კომიტეტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე მოხსნის საკითხს განიხილავს. საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. უფლებამოსილება შეუჩერდება 51 დეპუტატს, რომლებმაც გასული წლის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართეს. კერძოდ: ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (5), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (4), „ლელო საქართველოსთვის“ (4), „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ (1) წარმომადგენლებს, ასევე ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც კენჭი იყარა პარტიიდან „გირჩი“.

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების დარეგულირების პროცესში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები აქტიურად არიან ჩართული. საელჩოების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში დასავლელი შუამავლები ოთხი რაუნდის განმავლობაში ცდილობდნენ დაეთანხმებინათ ოპოზიცური პარტიები, რომ მათ ეღიარებინათ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, ხოლო ხელისუფლება – დათმობებზე წასულიყო, თუმცა, უშედეგოდ.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (127)

მთავარი თემები