ელისაშვილი: ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა და ახლა გზებს ეძებენ

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ მმართველი პარტია გარკვეულ „პოლიტიკურ ფასს“ გადაიხდის, მისი პარტია აღარვის დაელოდება და პარლამენტში შევა

თბილისი,  14 იანვარი – Sputnik. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საერთო ჯამში, ყველა პარტიას უნდა პარლამენტში შესვლა, ახლა ყველა ეძებს გზას თავისი სიტყვისა და რიტორიკის ტყვეობიდან გამოსასვლელად, განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ელისაშვილი: აღარავის დაველოდებით და მარტო შევალთ პარლამენტში

დღეს ოპოზიციურ პარტიებს — „მოქალაქეებსა“ და  „გირჩს“ შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა პარლამენტში შესვლასა–არშესვლის საკითხი განიხილეს.

ელისაშვილის განცხადებით, კვირას გაიმართება შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთა. უახლოეს პერიოდში „მოქალაქეები“ შეხვდებიან „ლელოს“,  შემდეგ კი დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს და იმ წინადადებებს გააცნობენ, რაზეც დღეს „გირჩის“ ოფისში იმსჯელეს.

„ნებისმიერს დავეხმარებით თავისი რიტორიკის ტყვეობიდან გამოსვლაში, ამას დაცინვის გარეშე, გულწრფელად ვამბობ. ქვეყანა არის კრიზისში, უმძიმეს მდგომარეობაში და ფეხების ბაკუნის დრო არ არის, ერთმანეთი უნდა დავარწმუნოთ. ჩვენ და „გირჩს“ ერთმანეთის დარწმუნება არ გვჭირდება და ჩვენ მზად ვართ, სხვებს მოვუსმინოთ, სხვებიც დავარწმუნოთ, რომ ეს წინადადება არის იდეალური წინადადება“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის 31 წლის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ზეწოლისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების გზით მოიგო. სწორედ ამას უკავშირდება მათი პროტესტი და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის უარი სადეპუტატო მანდატებზე. ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0