მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა

© photo: courtesy of Ministry of Defense of Georgiaქართველი მშვიდობისმყოფელები
ქართველი მშვიდობისმყოფელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცებისთვის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ძირითადი ამოცანების შესრულებაა.

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი საქართველოში დაბრუნდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მე-13 ბატალიონმა ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ქვეითი ბრიგადის პირველი ნაკადი ქვეყანაში სამი დღის წინ, 20 იანვარს ჩამოფრინდა.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

ქართული არმია თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღეს - Sputnik საქართველო
რომელი ადგილი დაიკავა ქართულმა არმიამ Global Firepower-ის რეიტინგში

მშვიდობისმყოფელების მეორე ნაკადს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი რონალდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

ყველა ახალი ამბავი
0