21:23 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
526 0 0

საქართველოს პროკურატურა ამ საქმეზე სხვა შესაძლო დამნაშავეების გამოვლენის მიზნით გამოძიებას განაგრძობს

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა. ისინი აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის შესაძლო უკანონო გადაცემისთვის არიან დაკავებული.

2020 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. 

„მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული. გამოძიების მიერ მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება. გამოკითხულია ათეულობით მოწმე. მოპოვებულია ყველა რელევანტური დოკუმენტაცია, ელექტრონული ინფორმაცია, რუკა და სხვა კარტოფრაფიული მასალები. ასევე, მიღებულია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა“, – განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

მან აღნიშნა, რომ ახლა საქმე სასამართლოს გადაეცემა შესწავლისა და შესაბამისი განაჩენის გამოტანისთვის.

პროკურორმა ასევ დასძინა, რომ უწყება კვლავ გააგრძელებს გამოძიებას, რათა გამოავლინოს სხვა შესაძლოა დამნაშავეები ამ საქმეში.

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მელაშვილმა და ილიჩოვამ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

მთავარი თემები