13:58 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2191 0 0

სამშაბათს შუადღისას ხორვატიაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა შვიდი ადამიანი

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორვატიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს.

სამშაბათს ხორვატიაში 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ პეტრინიას რაიონში მდებარეობდა. ბოლო ინფორმაციით, შვიდი ადამიანი დაიღუპა.

„დამწუხრებული ვარ ხორვატიაში გამანადგურებელი მიწისძვრის გამო. ამ რთულ დროს ხორვატი ხალხის გვერდით ვდგავარ და გამძლეობას ვუსურვებ ადგილზე მყოფ მაშველებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი თავის Twitter-აკაუნტში გამოუცხადა.

„ღრმად დამწუხრებული ვარ ხორვატიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო ამ რთულ დროს მეგობარი ხორვატიის ხალხის გვერდით დგას“, – დაწერა გახარიამ.

ხორვატიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა: პრემიერმა შედეგები შეაფასა >>

ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ქალაქ სისაკშიც მნიშვნელოვანი ნგრევები მოხდა, ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქის საავადმყოფო, რომელმაც პაციენტების მიღება გააგრძელა. სამედიცინო დახმარებისთვის 20-მდე ადამიანმა მიმართა, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

მთავარი თემები