12:37 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
224 0 0

2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

 

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელიც 1,05 მლნ ლარით განისაზღვრა.

2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯები 28,9 მლნ–ით მეტია.

თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდება:

– მშენებლობა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა – 174,3 მლნ ლარი;

– მშენებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება – 194,6 მლნ ლარი; 

– ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება – 148,9 მლნ ლარი;

– ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა – 4,2 მლნ ლარი;

– ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება – 39,2 მლნ ლარი;

- ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 154,1 მლნ ლარი;

– განათლება – 175,1 მლნ ლარი;

– კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის საქმე – 47,4 მლნ ლარი;

– საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – 4,4 მლნ ლარი;

– ქალაქ თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები – 108,1 მლნ ლარი.

„2021 წელი – ეს არის წელი, როცა ნეგატიური ეკონომიკური ზეგავლენა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ბიუჯეტის შემოსავლებზე, მიუხედავად ამისა, ბიუჯეტი 1,05 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც ძალზე ბევრია. იგი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ.

ბიუჯეტს მხარი საკრებულოს 34–მა დეპუტატმა დაუჭირა.

 „დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს იმ პროექტებსა და შემდგომ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანად შეესაბამებიან მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ პრიორიტეტებსა და მიმართულებებს. ამ პრიორიტეტების თანახმად, ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ კენჭისყრის შემდეგ.

მთავარი თემები