18:59 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
327 0 0

სომხეთის პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე მეორედ დანიშვნა ხელს შეუწყობს ქვეყნის პროგრესს

 

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგა გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა, იუწყება „Sputnik– სომხეთი“.

 „მიიღეთ ჩემი თბილის მილოცვა პრემიერის პოსტზე მეორედ დანიშვნასთან დაკავშირებით. მეგობარი საქართველოს საკეთილდღეოდ ყველა თქვენს ინიციატივაში წარმატებებს გისურვებთ“,  – ნათქვამია განცხადებაში. 

სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ გასული 2,5 წლის მანძილზე ორი ქვეყნის მთავრობებსა და პირადად პრემიერ–მინისტრებს შორის ეფექტური და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა,  რომელიც ეყრდნობა მრავალსაუკუნოვან ისტორიულ კავშირებს და ორი ერის მეგობრობის ტრადიციებზე დაფუძნებულ კულტურულ და ცივილურ ურთიერთობებს.  

 „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მომავალში სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით გაგრძელდება, რომელიც დაფუძნებული იქნება ორი ქვეყნის ხალხების კეთილდღეობაზე“, – მიაჩნია პრემიერს.

საქართველოს პარლამენტმა 24 დეკემბერს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას მისი მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე. ასე რომ, 45 წლის გახარია კვლავ საქართველოს პრემიერ–მინისტრი გახდა.


მთავარი თემები