პრეზიდენტს აჭარის მთავრობის მეთაურის კანდიდატურა წარუდგინეს

© photo: Official web site of the President of Georgiaსაქართველოს პრეზიდენტის კონსულტაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან
საქართველოს პრეზიდენტის კონსულტაცია აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიის მთავრობის მეთაურის პოსტზე კვლავ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას აყენებს.

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე კანდიდატურის განსახილველად აჭარის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს, თავმჯდომარის მოადგილეს ტიტე აროშიძესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გიორგი მანველიძეს შეხვდა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის - Sputnik საქართველო
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა დადგენილ ვადაში უნდა მოიწონოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების უმრავლესობამ ამ თანამდებობაზე მხარი კვლავ თორნიკე რიჟვაძეს დაუჭირა.

აჭარის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება 15 დეკემბრიდან ამოქმედდა. მის შემადგენლობაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ 14 და ყოფილი ოპოზიციის ერთი წარმომადგენელია. 

„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადეს>>

„ნაციონალური მოძრაობის“ ექვსმა დეპუტატმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0