13:08 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პარლამენტი (242)
71 0 0

ახალ წლამდე დარჩენილ დღეებში ახალმა პარლამენტმა მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს და 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს.

თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თხოვნით, ოთხშაბათს, 23 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სესია მოიწვიოს.

პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად ემზადება >>

მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია პარასკევს, 18 დეკემბერს ოფიციალურად დაიხურა. რეგლამენტის მიხედვით, სესია დეკემბრის მესამე პარასკევს პლენარული სხდომით ან ბიუროს სხდომით იხურება.

„მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი საკითხები და გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები დეკემბრის მომდევნო რიცხვებში, მათ შორის ბიუჯეტი. სწორედ ამასთან დაკავშირებით რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მივმართავ პრეზიდენტს. შესაბამისად, 23 დეკემბერს 12:00 საათზე პრეზიდენტის თანხმობით ჩვენ უკვე გვექნება საშუალება მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია და განვაახლოთ პლენარული სხდომები და მივიღოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც წლის ბოლომდე დგას პარლამენტის დღის წესრიგში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ახალმა პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს და 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცოს.

მეათე მოწვევის პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამჟამად ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია. ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მუშაობას აგრძელებს ერთპარტიულ რეჟიმში ოპოზიციის გარეშე, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

 

 

თემები:
საქართველოს პარლამენტი (242)

მთავარი თემები