„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავმჯდომარის კანდიდატები დაასახელა

© photo: Sputnik / Stringerსცენა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან
სცენა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველად პარტიის თავმჯდომარის არჩევა მოხდება ელექტრონულად და მასში მონაწილეობის მიღებას ათასობით მხარდამჭერი შეძლებს, აცხადებს უდუმაშვილი

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კანდიდატების ვინაობა ცნობილია - ესენი არიან ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია, იუწყება პირველი არხი.

გიგი უგულავა, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და სხვა პოლიტიკოსები მემორანდუმის ხელმოწერაზე - Sputnik საქართველო
მოლაპარაკებები, პროტესტები და აკრძალვები: რა ხდება ქართულ პოლიტიკაში

კანდიდატების დასახელების გადაწყვეტილება დღეს გამართულ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად მიიღეს.

წარდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც სავარაუდოდ დეკემბრის ბოლო დღეებში გაიმართება.

„უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ თვის ბოლოს გაიმართება ყრილობა, სადაც დამტკიცდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე. არჩევაში მონაწილეობას მიიღებს ათი ათასობით ჩვენი მხარდამჭერი, პარტიის წევრი და ეს მოხდება ელექტრონულად. ჩვენ ყველა მხარდამჭერს საშუალება ექნება მხარი დაუჭიროს მისთვის სასურველ კანდიდატს ელექტრონულად. პირველად ხდება ასე  თავმჯდომარის არჩევა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასახელდა რამდენიმე კანდიდატი და საბოლოოდ გამოვლინდა ორი კანდიდატი. ეს გახლავთ ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე“, – განაცხადა პარტიის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
ზურა ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ ჯაფარიძე კიდევ ერთ „გირჩს“ დააფუძნებს

პარტია გრიგოლ ვაშაძის შემცვლელს ეძებს. როგორც ცნობილია, ვაშაძემ გასულ სამშაბათს დილით ყველასთვის მოულოდნელად პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამასთან დაკავშირებით პოლიტიკოსმა საკმაოდ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა თავის Facebook-გვერდზე, სადაც ჩამოთვლილია მიზეზები, რომლებმაც მას ამ „უკიდურესად რთული“ გადაწყვეტილებისკენ უბიძგა. ერთ-ერთი მიზეზი - პარტიის ირგვლივ და მის შიგნით წარსულის ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომლებთან ერთადაც, როგორც ვაშაძე ფიქრობს, პარტია ვერასდროს დაიბრუნებს ამომრჩეველთა ნდობას.

ვარშალომიძის და მელიას გარდა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ასევე მოიაზრებოდნენ ხატია დეკანოიძე და კობა ნაყოფია.

გრიგოლ ვაშაძემ ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე  დატოვა. ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. მათ შორის ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“, რომლის ლიდერიც იყო ვაშაძე.

დეპუტატის მანდატებზე უარი უკვე ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა >>

ამ სიტუაციის მოგვარებას ცდილობენ აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები, რომლებიც მოლაპარაკებებში შუამავლების როლს ასრულებენ. თუმცა ოთხი რაუნდის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

ყველა ახალი ამბავი
0