07:54 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (306)
73 0 0

„გირჩში“ განხეთქილება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს მოჰყვა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, 26 დეკემბერს იმავე სახელწოდებით კიდევ ერთ პოლიტიკურ ძალას დააფუძნებს.

პარტია „გირჩი“ ორ ნაწილად ახლახან გაიყო. დეკემბრის დასაწყისში პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ Facebook-ის დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ მისი და პარტიის სამი მთავარი წევრის – იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რახვიაშვილის გზები გაიყო და ის არ აპირებს მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას. თუმცაღა თავად პარტიაში დარჩენას აპირებს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 15:00 საათზეა დაგეგმილი და მას სახელიც იგივე ექნება და ლოგოც.

„ქვეყანაში იქნება ორი „გირჩი“. ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხის რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება კონკურენცია და ეს აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს „გირჩს“. ეს იქნება ღია პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბევრი ახალი ადამიანის მოსვლას პოლიტიკაში“, – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იურიდიულად ახალი პარტია დარეგისტრირდება სახელით „მეტი თავისუფლება - გირჩი”, ძველ პარტიას კი ოფიციალურად „ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი” ერქვა. თუმცა მას ასე იშვიათად მოიხსენიებდნენ.

რაც შეეხება პარტიის ლოგოს, ახალი „გირჩის“ დამფუძნებლები იმ შემთხვევაში შეძლებენ მის დარეგისტრირებას, თუ ძველში უმნიშვნელო ცვლილებას მაინც შეიტანენ, რათა უკვე არსებულის ანალოგი არ იყოს.

26 დეკემბერს ახალი პარტიის ყრილობაზე დამფუძნებლები დაახლოებით 400-მდე ადამიანს ელოდებიან.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, 22 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების შედეგად 150-დან 60 ადგილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიიღეს. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლასა და მუშაობაზე უარს აცხადებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები დღემდე ცარიელია. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა.

ახალ პარლამენტში „გირჩს“ 4 მანდატი შეხვდა, თუმცა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება ჯაფარიძემ უკვე დაწერა.

„გირჩი“ გაიყო, ის ადამიანები ცალკე არიან, პარტიის ფორმალური თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაა. მათი საჯარო განცხადებები მოვისმინე და მათი დამოკიდებულებაა, რომ თუ პატარა შანსი მაინც არსებობს, რომ პარლამენტში შევიდეს 113 დეპუტატი, მათ ამ შანსზე უარის თქმა არ უნდათ და პარლამენტში შევლენ. შეიძლება ასეთი შანსი ბევრი თვის განმავლობაში არსებობდეს, კი არადა, უსასრულოდ. ამიტომ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მივიღე, დამეწერა განცხადება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი წარმომადგენლის მიერ შექმნილმა „გირჩმა“, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე 2015 წელს გამოჩნდა, ელექტორატს თავი დაამახსოვრა მარიხუანის დეკრიმინალიზაციისთვის ბრძოლით, ტაქსის ალტერნატიული „შმაქსის“ ამოქმედებით და ახალი „ეკლესიის“ დაფუძნებით, რათა ახალგაზრდებს ჯარში გაწვევისგან თავის არიდებაში დაეხმაროს.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (306)

მთავარი თემები