06:13 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (126)
104 0 0

შალვა ნათელაშვილი ოპოზიციაში „პირველი მერცხალი“ გახდა, რომელმაც დეპუტატის უფლებამოსილების დათმობაზე ოფიციალური განცხადება დაწერა. რამდენ ხანში გამოუჩნდებიან მას მიმდევრები?

თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართა.  

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა „შეიტყუოს“ >>

ახალი პარლამენტი მუშაობას 11 დეკემბერს შეუდგა. მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებოდნენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში პირველად ოპოზიციონერი დეპუტატების სავარძლები დარბაზში ცარიელი იყო, რადგან ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

„დღეს ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს. ოპოზიციამ დამნაშავე ხროვა მარტო დატოვა პარლამენტის სხდომათა დარბაზში და ეს სტრუქტურა ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის კრებად გადაიქცა. კრება მალე დაამთავრებს. ხალხი მოგადგებათ და თქვენგან გაათავისუფლებს მის კუთვნილ შენობას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. 22 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართა. შედეგად ოპოზიციამ 150-დან 60 ადგილი მიიღო. ლეიბორისტულ პარტიას მხოლოდ ერთი მანდატი ერგო.

გასულ კვირას ლეიბორისტულმა პარტიამ და კიდევ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც პარლამენტში არჩევნების შედეგად მოხვდნენ, ცესკოს პროპორციული სიების ანულირების შესახებ განცხადებით მიმართა.

პარლამენტში არჩევნების შედეგად მოხვედრილი რვა პარტიიდან ცესკოსთვის პროპორციული სიების ანულირების მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავთ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, „გირჩს“ და „მოქალაქეებს“. ამავე პარტიებს ჯერ არ მოუწერიათ ხელი დოკუმენტზე, რომლითაც საჯაროდ განაცხადებდნენ უარს მანდატებზე.

დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია ასევე „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც შედის ბლოკში „ძალა ერთობაშია“.

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (126)

მთავარი თემები