კობახიძე: ჩვენ ღია ვართ ოპოზიციასთან კონსულტაციისთვის

© photo: Parliament of Georgia / FBირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ ოპოზიიის რიგებში მოიძებნება ჯანსაღი ძალები, რომლებიც მოლაპარაკებების გაგრძელებას და შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გონივრული გამოსავლის პოვნას მოინდომებენ.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის ღიაა, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. 

მემორანდუმის ხელმოწერა - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გადაიდო

არჩევნების შედეგებით პარლამენტში რვა ოპოზიციური პარტია შევიდა, რომლებმაც 150-დან 60 მანდატი მოიპოვეს. მმართველი პარტიის წინააღმდეგ ისინი ბოლო პერიოდამდე ერთიანი ფრონტით გამოდიოდნენ, უარს აცხადებდნენ პარლამენტში შესვლაზე და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვდნენ. პირველი, ვინც ოპოზიციას შორის შესაძლო განხეთქილებასა და ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლაზე განაცხადა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გახდა. 

„ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ კონსულტაციებისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში საკმარისად აღმოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გამოხატავენ ასეთივე მზაობას მოლაპარაკებებისა და შეთანხებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ

მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი ორ ნაწილად არის გაყოფილი.

„ოპოზიცია ორად არის გაყოფილი – არიან არაჯანსაღი პოლიტიკური ძალები და არის რამდენიმე ჯანსაღი პოლიტიკური პარტია, რომელიც ასეთ მზაობას აფიქსირებდა და, ალბათ, მომავალშიც დააფიქსირებს. არის პატარა კლასტერი „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც არის არაჯანსაღი თავისი ბუნებით და სწორედ მათ ჩაშალეს მოლაპარაკებები პირველი სხდომის წინა დღეს. ყველა დანარჩენი ძალა არის ჯანსაღი. დანარჩენს ვნახავთ მაშინ, როცა პარტიები დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს“, – აღნიშნა კობახიძემ. 

ცესკო - Sputnik საქართველო
ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოს პროპორციული საარჩევნო სიის გაუქმების განცხადებით მიმართა

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოს შეკრებამდე ერთი დღით ადრე მმართველ პარტიასა და რვა ოპოზიციურ ძალას შორის შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უნდა გამართულიყო. თუმცა მოლაპარაკებები, რომლის ორგანიზატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან, არ შედგა.

მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პოზიცია გახდა, რომელმაც ოთხშაბათს განმარტა, თუ რა შემთხვევაში დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნების გამართვას. როგორც ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროებითი საპარლამენტო კომისია ხმებს გადაითვლის და დაადგენს არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იან შეუსაბამობას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ პარლამენტის პირველივე სხდომაზე შექმნიდა დროებით საგამოძიებო კომისიას არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტებისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ამის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, დააკმაყოფილოს ოპოზიციური პარტიების სურვილი, დატოვონ პარლამენტი, და შეუწყვიტოს მათ სახელმწიფო დაფინანსება. ამასთანავე პირობა დადო, რომ მიიღებს კანონს, რომელიც აუკრძალავს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობას მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო.

ყველა ახალი ამბავი
0