19:15 14 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)
73 0 0

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხმების თავიდან გადათვლის შედეგები გაცილებით მიუახლოვდა საპარლამენტო არჩევნების ცესკოს შემაჯამებელ მონაცემებს, რითიც ოპოზიციის მიერ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას საფუძველი დაეკარგა.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საჯაროდ უნდა აღიაროს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის ხარვეზები და ცდომილების შესაბამისი პროტოკოლები წარმოადგინოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

ISFED არჩევნების ხმების დათვლას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის (PVT) მეშვეობით ცესკოს პარალელურად ახორციელებდა. რამდენიმე დღის წინ „სამართლიანი არჩევნების“ შიდა აუდიტმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ISFED-მა განაცხადა, რომ ამის შედეგად საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა, რაც გავლენას არ მოახდენდა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. ISFED-ის მიერ ხმების დათვლის შედეგები თითქმის მთლიანად დაემთხვა ცესკოს მიერ გამოცხადებულ შემაჯამებელ მონაცემებს - თითოეული საარჩევნო სუბიექტის შემთხვევაში ცდომილება 1%-ზე ნაკლები იყო.

„რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა" გაავრცელა სკანდალური განცხადება და აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვლაში. გუშინ ამ განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა“, – განაცხადა კობახიძემ. 

კობახიძის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე  დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია მთელი ვითარების კრიზისში შეყვანას მთელი ამ დროის მანძილზე ყოველდღიურად ცდილობდა, ორგანიზაციის ხელმძღვანელი PVT-ს სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას. თუმცა, „სამართლიანმა არჩევნებმა" ჩვენს თავაზიან მიდგომას დაუპირისპირა არასათანადო პასუხი", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძემ, ISFED-ის გარდა, ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც". მისი მტკიცებით, „საერთაშორისო გამჭირვალობამაც“ ჩაატარა PVT, აქვს პარალელური დათვლის შედეგი, რომელსაც ორგანიზაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ეკა გიგაური მალავს.

აღნიშნულ ბრალდებას გამოეხმაურა ეკა გიგაური და განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხმების პარალელური დათვლა (PVT ) არ განუხორციელებია.

„საერთაშორისო გამჭირვალობას“ PVT არ ჩაუტარებია. ჩვენ არჩევნებზე დამკვირვებლები დაახლოებით 450 უბანზე გვყავდა. ამ უბნების მონაცემები და ოქმები ემთხვევა ცესკოს საიტზე ატვირთულ ოქმებს“, – განაცხადა გიგაურმა.

მანამდე ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ISFED-ის მონაცემების საფუძველზე მას კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ადგილების მიღება შეეძლო. ორგანიზაციის ახალი ანგარიში კი ოპოზიციის მიერ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას საფუძველს უკარგავს.

 

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (608)

მთავარი თემები