„ქართული ოცნება“ პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურას დღეს ოფიციალურად წარადგენს

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტიისთვის გიორგი გახარია, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, შეუცვლელ კანდიდატად მიიჩნევა.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახალ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურას დღეს წარუდგენს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინფზე. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრის შეცვლას არ გეგმავს

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად ითვლება.

„დღეს პარლამეტში ოფიციალურად შევა პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას წარდგენის თაობაზე. ამის შემდეგ გიორგი გახარია მთავრობის შემადგენლობის დაკომპლექტებას დაიწყებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი გახარია საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციებს უახლოეს დღეებში გამართავს და ამის საფუძველზე პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა კვირის ბოლომდე აუცილებლად წარედგინება. შეიძლება ეს მოხდეს უახლოეს ორ-სამ დღეშიც, დასძინა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის მოქმედი მეთაური გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურად ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დაასახელა.

ახალი მთავრობის დაკომპლექტება და მისთვის ნდობის გამოცხადება ორი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს. ახალი მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა. სხდომას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა, 150 დეპუტატიდან 88 დეპუტატი ესწრებოდა. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ადგილები თავისუფალი იყო. პარლამენტში მოხვედრილი რვა ოპოზიციური პარტია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

ყველა ახალი ამბავი
0